ფერდინანდ ტიონისი (1855-1936)

ფერდინანდ ტიონისი (1855-1936)
მსგავსი ტოპოლოგიის პოვნა შეიძლება ტიონისთან. ტიონისმა შემოიტანა ,,ერთობის” და ,,საზოგადოების” დაყოფა. პერსონალური, ინტიმური, პირველადი, თვითმიზნური, რომელიც ,,ერთობის” ტიპის დახასიათებაა, მოდერნულ ,,საზოგადოებაში” იცვლება იმპერსონალური, მედიაციური, მეორეული და მთლიანად ინსტრუმენტალური კონტაქტებით. უფრო კონკრეტულად, იხ. ცხრილი (შტომპკას მიხედვით): ტიონისის მიდგომის განსაკუთრებულობა მდგომარეობს ერთობის ნოსტალგიაში. ის არის ევოლუციონისტების იმ იშვიათი ფრთის წარმომადგენელი, რომელიც არ აკავშირებს ევოლუციის და პროგრესის ცნებებს ერთმანეთთან. მისი აზრით, ევოლუცია მიდის ადამიანური საჭიროებების საწინააღმდეგოდ, ადამიანური პირობების გაუარესებისაკენ, და არა გაუმჯობესებისაკენ.
Source: თევზაძე გიგი. ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002 - 108გვ. ; 20სმ. - (სოციალ. მეცნ. სერია / ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო") - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99928-893-9-0 : [ფ.ა.],

Georgian encyclopedia. 2013.

Поможем написать реферат

Книги

Другие книги по запросу «ფერდინანდ ტიონისი (1855-1936)» >>


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»